საზოგადოება

ზუგდიდსა და ქუთაისში ჩიქობავა-ხასაიას მხარდამჭერი აქციები გაიმართა

28 იანვარი, 2024 • 864
ზუგდიდსა და ქუთაისში ჩიქობავა-ხასაიას მხარდამჭერი აქციები გაიმართა

დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქციები გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები 23 იანვარს თბილისში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს, აღსრულების პოლიციის ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაკავებულთა გათავისუფლება და გამოსახლებების შეჩერებაა.

„თავისუფლება კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას!“

„დასრულდეს შერჩევითი სამართალი!“ — ეწერა ბანერებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაშალეს. მათ ასევე ეკავათ ჩიქობავასა და ხასაიას ფოტოები.


23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. მოძრაობა „ხმის“ წევრები — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავა — სწორედ ამ დროს დააკავეს. პოლიცია მათ აღსრულების პოლიციის ავტომობილის შუშების დაზიანებას ედავება.

პროკურატურამ ხასაიას და ჩიქობავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობას.

25 იანვარს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა 2000-2000- ლარიანი გირაოს შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი