საზოგადოება

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლეს

3 თებერვალი, 2024 • 1588
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლეს

აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დღეს, 3 თებერვალს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სხდომა დღეს, პროკურატურის თხოვნით ჩაინიშნა. 30 იანვარს ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ,ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში მზად არიან არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს.

ჩიქობავა და ხასაია პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა მათთვის 5000-5000 ლარის გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გირაოს თანხად 3000-3000 ლარი დანიშნა.

ხასაია და ჩიქობავა თბილისში, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. მათ აღსრულების ბიუროს ავტომობილი დააზიანეს. ჩიქობავა და ხასაია დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ – აღიარებენ მანქანის დაზიანების ფაქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ მას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა. პროკურატურას კი მათთვის ბრალი 187 მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი