საზოგადოება

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

6 თებერვალი, 2023 • 1503
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყება ამბობს, რომ მოქალაქე ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა. გარდაცვალების შესახებ კი საელჩოს თვითმხილველმა აცნობა.

„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე, თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – ამბობს სამინისტრო.

მანამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ იმავე ქალაქში საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

პირველი მიწისძვრის შემდეგ, უკვე დღეს, შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.BBC-სა და AFP-ს ინფორმაციით, როგორც თურქეთის, ასევე სირიის მხარეს, მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მიცრე 2300 ადამინი, ათასობით კი დაშავდა. ამ დრომდე, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი