თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად, საქართველომ თურქეთში მაშველები და სამაშველო აღჭურვილობა გაგზავნა.
„თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.
ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
წაიკითხეთ ასევე: