საზოგადოება

ერდოღანი: მიწისძვრას თურქეთში 912 ადამიანი ემსხვერპლა

6 თებერვალი, 2023 • 1383
ერდოღანი: მიწისძვრას თურქეთში 912 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მიწისძვრას მხოლოდ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი ემსხვერპლა. მისივე თქმით, დაშავებულია 5 383 ადამიანი.

ერდოღანი დასძენს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, რამდენით გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი.

[მასალა განახლდება]


წუხელ, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.

თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი