დღეს, 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
სხდომა 12.00 საათზე დაიწყება. ადვოკატების ცნობით, პროცესს სააკაშვილი დისტანციურადაც ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ 5 იანვარს განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა და მისი მოსულიერება ექიმებს გაუჭირდათ.
სასამართლომ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხზე მოწმის სახით უკვე დაკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი, “ვივამედის” ნევროლოგი და ამერიკელი ფსიქიატრი.
ამ თემაზე ნახეთ:
- ამერიკელი ფსიქიატრის სიტყვა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე | ვრცლად
- რას ჰყვება ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელმაც სააკაშვილზე დასკვნა შეადგინა [ვრცლად]
- ვივამედის ექიმი ვერ პასუხობს კითხვას, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობის მართვა ამ კლინიკაში
ფაქტები მოკლედ:
- მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე საქმის გამო ემუქრებოდა პატიმრობა, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს თბილისში. მანამდე მან ვიდეობი გამოაქვეყნა, რომ ბათუმში ჩამოვიდა.
- სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.