საზოგადოება

ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – სტანო

8 დეკემბერი, 2022 • 1093
ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ საააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ვალდებულია, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს.

ამის შესახებ სტანო ტვიტერზე წერს.

„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ უკანასკნელ შემაშფოთებელ ცნობებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მან მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – წერს პიტერ სტანო.


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი) განაცხადა.

კახექსია არის ორგანიზმის გამოფიტვა, იგივე დაუძლურება სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების გამო.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი