საზოგადოება

საქართველოსკენ საცობები ვლადიკავკაზიდან იწყება [ვიდეო]

23 სექტემბერი, 2022 • 2112
საქართველოსკენ საცობები ვლადიკავკაზიდან იწყება [ვიდეო]

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი ავტომობილები მრავალ-კილომეტრიან საცობებს ქმნიან.

ინფორმაციას ოსი ჟურნალისტი, ალიკ ფუჰათი ავრცელებს. მისი განცხადებით, საცობი ქალაქ ვლადიკავკაზიდან იწყება.

ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსის გამშვებ პუნქტამდე დაახლოებით 32 კილომეტრია.

რუსეთის მოქალაქეების მეზობელ სახელმწიფოებში მასობრივი გადინების მეორე ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, პირები, რომელთაც რუსულ არმიაში უმსახურიათ, უკრაინაში ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.

სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება კრემლში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქში დათმო ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი