საზოგადოება

რუსების მიერ ხერსონის ოკუპაციის პროცესია – მერი

2 მარტი, 2022 •
რუსების მიერ ხერსონის ოკუპაციის პროცესია – მერი

“ბრძოლების მიმდინარეობს ამჟამად და ჩვენი ქალაქის ოკუპაცია ხდება”, – აცხადებს ხერსონის მერი იგორ კოლიხავი. 

მის ამ განცხადებას ადგილობრივ რადიოზე დაყრდნობით ბიბისი ავრცელებს. 

ხერსონის მერი ამბობს, რომ ღამე რუსეთმა დაიკავა ხერსონის პორტი და რკინიგზის სადგური. 

ზუსტად ნათელი არაა, რა ვითარებაა ამჟამად ხერსონში. ბიბისის რუსული სამსახურის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალაქში რუსი სამხედროები გადაადგილდებიან. 

ხერსონის მერის განცხადებით, ღამის განმავლობაში ხერსონში მრავალი ადამიანი დაიღუპა – როგორც სამხედროები, ასევე მოქალაქეები. მისი თქმით, ხელისუფლება  ამჟამად ცდილობს, ხალხმა დატოვოს ქალაქი ან მოქალაქეებმა შეძლონ მისვლა თავშესაფრამდე. 

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ცენტრში აფეთქების ხმა ისმოდა ერთი საათის წინაც, 09.00 საათისთვის.


შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტვიტერზე ხერსონის ოკუპაციიეს შესახებ წერს.

“პატიმრების გადასაყვანი მანქანები ხერსონში, მას შემდეგ, რაც ქალაქი აიღო რუსეთმა რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ. სიბნელე ისადგურებს. მივიდა ბოროტების იმპერია”.


300 ათასი ადამიანი ცხოვრობს უკრაინის ქალაქ ხერსონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი