საზოგადოება

17 მაისის დარბევის გამო საქართველოს 200 ათასამდე ევროს კომპენსაცია დაეკისრა

16 დეკემბერი, 2021 • 2808
17 მაისის დარბევის გამო საქართველოს 200 ათასამდე ევროს კომპენსაცია დაეკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც შეეხებოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ცენტრში ლგბტ დემონსტრანტებზე ბრბოს თავდასხმას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა:

  • მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-14 მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება, ერთი მხრივ, მშვიდობიანი დემონსტრანტების ჰომოფობებისა და ტრანსფობების აგრესიისგან დაუცველობის და მეორე მხრივ, არაადეკვატური გამოძიების გამო;
  • მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-14 მუხლთან თანხვედრაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო ზომები ლგბტ დემონსტრანტების ბრბოსგან დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო რისკების შესახებ. “არსებობს მტკიცებულება, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეომასალის სახით, რომელიც ადასტურებს ძალადობის და უფლებების დარღვევის ნებაზე მიშვებას…სასამართლომ ვერ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ძალადობის უპრეცედენტო მასშტაბზე გავლენა იქონია ხელისუფლების უუნარობამ, ეწარმოებინა წინა წლებში ლგბტ თემზე თავდასხმების დროული და ობიექტური გამოძიება, რაც ასევე შეფასებულია სტრასბურგის სასამაღთლოს მიერ კონვენციის დარღვევად”, — აცხადებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
  • მუხლი 41 (სამართლიანი დაკმაყოფილება) — სასამართლომ დადგინა, რომ საქართველომ აპლიკანტებს, ჯამში, 193 500 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მათ შორის 10 000 ევრო — დაზარალებულს, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო და 6 00 ევრო- აპლიკანტს, რომელსაც პოლიციელებმა სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს.

2013 წლის 17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფლეშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს, დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები.

2013 წლის შემდეგ საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახების სიწმინდის დღედ დააწესა. მას შემდეგ მრევლის ნაწილი ყოველ წელს აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის დღეს. იმართება მსვლელობა ქუჩაში სამების ეკლესიისკენ.

საქართველომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს შემდეგ პირებს:

  • ირმა ინარიძე — 7 ათასი ევრო;
  • მარიამ გაგოშაშვილი — 7 ათასი ევრო;
  • თინათინ ჯაფარიძე — 7 ათასი ევრო;
  • ალექსანდრა უგრეხელიძე — 7 ათასი ევრო;
  • კონსტანტინე ბოლქვაძე — 7 ათასი ევრო;
  • ნინო ხარჩილავა — 7 ათასი ევრო;
  • ეკატერინე მესხი — 7 ათასი ევრო;
  • სოფიო ფრუიძე — 7 ათასი ევრო;
  • თამარა გობრონიძე — 7 ათასი ევრო;
  • ნანა ფანცულაია — 7 ათასი ევრო;
  • სალომე მერკვილაძე — 10 ათასი ევრო;
  • ტატიანა ლოპოიანი — 7 ათასი ევრო;
  • ეკა წერეთელი — 7 ათასი ევრო;
  • ნათია გვიანიშვილი — 7 ათასი ევრო;
  • სოფიო ტაბატაძე — 7 ათასი ევრო;
  • „იდენტობა“ — 3 500 ევრო;
  • ეგნატე ბარნაბიშვილი  — 2 500 ევრო;
  • ანტონ ბელოუსოვი — 5 ათასი ევრო;
  • თინა ბილიხოძე — 2 500 ევრო;
  • კობა ბიწაძე — 5 ათასი ევრო;
  • ეკა ბოლქვაძე — 5 ათასი ევრო;
  • ბექა ბუჩაშვილი — 6 ათასი ევრო;
  • გვანცა ძერკორაშვილი — 2 500 ევრო;
  • შორენა გაბუნია — 5 ათასი ევრო;
  • ელინა გლახაშვილი — 2 500 ევრო;
  • ფიქრია ჯღარკავა — 2 500 ევრო;
  • მარინა კაიშაური — 2 500 ევრო;
  • ანა ქათამაძე — 5 ათასი ევრო;
  • ნათია ხარატიშვილი — 2 500 ევრო;
  • ქეთი ხუციშვილი — 5 ათასი ევრო;
  • ნათია კვანტალიანი — 5 ათასი ევრო;
  • თემურ მაჩიტიძე — 5 ათასი ევრო;
  • ანა რეხვიაშვილი — 2 500 ევრო;
  • ლალო თაბაგარი — 5 ათასი ევრო;
  • ქეთი ცაგარეიშვილი — 6 ათასი ევრო;
  • ირაკლი ვაჭარაძე — 5 ათასი ევრო;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი