საზოგადოება

50 წელი საქართველოში – გენდერული ბალანსი და მოსახლეობა.

26 იანვარი, 2010 • • 4382
50 წელი საქართველოში – გენდერული ბალანსი და მოსახლეობა.

საქართველოში გენდერული ბალანსი არასოდეს ყოფილა დაცული. ყოველშემთხევაში იმ დროიდან, როცა სტატიკის დეპარტამენტი იწყებს ათვლას და მონაცემების შეგროვებას. ეს დრო კი შორეული 1959 წელია, რომლის შემდეგაც უკვე 50 წელია ნებით თუ უნებლიედ ვარღვევთ ბალანსს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს ბალანსი მამაკაცების სასარგებლოდ ნიშნავდეს რაიმეს . ამ შემთხვევაში ბალანსი სწორედ ქალების სასარგებლოდ ირღვევა. რადგან უკვე 50 წელია საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალია და არა მამაკაცი.

მთელი ამ წლების მანძილზე, არც ერთხელ არათუ უჯობნია ქალების რიცხვისთვის მამაკაცებს, არც კი გატოლებია. თუმცა ორივე სქესი, 50 წლის განმავლობაში რაოდენობრივად იზრდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტი ქალის დაბადებას ნიშნავდა, ვიდრე მამაკაცის.

1959 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 მილიონ 31 ათას ადამიანს შეადგენდა, 2009 წლის მონაცემებით კი საქართველოში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 4 მილიონ 385 ათასია. ანუ 50 წლის მანძილზე სულ რაღაც 354 ათასით გაიზარდა.

რაოდენობრივად ზრდის სტატისტიკას საინტერესო შედეგები აქვს. მაგალითად ის, რომ საქართველოში 1989 წელს, არა მხოლოდ “ეროვნული მუხტი” გაიზარდა (დემონსტრაციები, სახალხო გამოსვლები,დამოუკიდებლობის მოთხოვნა და ა.შ.), არამედ რაოდენობრივადაც მოვმრავლდით.

1959 წლის მონაცემებთან შედარებით, 1989 წელს საქართველოში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 1 მილიონ 369 ათასით გაიზარდა. ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გრძელდება და პიკს 1992 წელს აღწევს (ეს სწორედ ის წელია, როდესაც ახალი დასრულებულია სამოქალაქო ომი თბილისში და ახალი ომია დაწყებული_აფხაზეთში. ) ზუსტად 1992 წელს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების საერთო რაოდენობა 5 მილიონ 467 ათასია, მათგან კი 2 მილიონ 589 ათასი მამაკაცი.

1992 წლიდან 2002 წლამდე, ანუ სულ რაღაც 10 წლის ინტერვალში საქართველოში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 1 მილიონ 96 ათასით შემცირდა.

მას შემდეგ კი 2009 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა უმნიშვნელოდ კლებულობს და მატულობს წლების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი