საზოგადოება

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

1 თებერვალი, 2012 • 1176
ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია  გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

ახალი მედიაგაერთიანების 32-მა წევრმა, დღეს, პირველ თებერვალს, თბილისი „მერიოტში“ მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის მთვარი ამოცანა მედიასაშუალებების ერთობლივი სოლიდარობაა.

ახალ მედიაგაერთიანებაში შემდეგი მედიასაშულებები შედის: “ალია ჰოლდინგი”, გაზეთი “რეზონანსი”, რადიო “ობიექტივი”, “მედიაპალიტრა”, რადიოკომპანია “საქართველოს ხმა”, ტელეკომპანია “საქართველოს ხმა”, გაზეთი “ვერსია”, ინტერნეტგამოცემა “Presage.tv”, ჟურნალი “ღია ბოქლომი”, გაზეთი “ბანკები და ფინანსები”, სააგენტო “მესენჯერი”, რადიო “მაესტრო”, ტელეკომპანია “მაესტრო”,”ასავალ-დასავალი”, გაზეთი “ბორჯომი”, ჟურნალი “ქვაკუთხედი”, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი” – “გლობალ TV”, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, საინფორმაციო სააგენტო “ივერიონი”, ჟურნალი “ბიზნესი და კანონმდებლობა”, გაზეთი “დღეს და ხვალ”, სააგენტო “თბილისი”, სტუდია GNS, ტელერადიოკომპანია “თრიალეთი”, საინფორმაციო სააგენტო “პირველი”, “იგრიკა – მე-9 არხი”, გაზეთი “რუსთავის ამბები”, გაზეთი “ლანჩხუთი +”, გაზეთი “ქართული სიტყვა” და “გურიანიუსი”.

“როგორც ხედავთ, საკამოდ სოლიდური გაერთიანებია. მათ შორის არიან მედია ჰოლდინგები, რომელთაც, თავის მხრივ, აქვთ არაერთი გამოცემა. ასე რომ, 32-ზე მეტი საშუალება არის რეალურად გაწევრიანებული. დღეს ბოლო დღე იყო ხელის მოწერის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიაგაერთიანების კარი დაკეტილია სხვებისთვის,-განაცხადა მამუკა ღლონტმა, ახალი მედიაგაერთიანების წევრმა.

თუმცა, როგორც მედიაგაერთიენების წარმომადგენლებმა განაცხადეს, დღეიდან მედიაგაერთიანებაში სხვა ორგანიზაციების გაწევრიანება მხოლოდ ყველა წევრის თანხმობის შედეგად მოხდება.

რა უპირატესობა ექნება ახალ მედიაგაერთიანებას მაშინ, როდესაც უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე არაერთი მედიაგაერთიანება იყო შექნილი, მამუკა ღლონტი პასუხობს, რომ ახალ მედიაგაერთიანებას, სადაც, მისი თქმით, ბევრი ორგანიზაცია არის გაწევრიანებული, მეტი დამაჯერებლობა ექნება.

“როდესაც დაიწერება მიმართვა, მაგალითად, იმავე საერთაშრისოო ორგანიზაციების მისამართით, სადაც ამდენი სუბიექტი მოაწერს ხელს, ამ მიმართვას ბევრად მეტი დამაჯერებლობა ექნება, განსხვავებით იმისგან, როდესაც კანტიკუნტად ვიბრძოდით,”-აცხადებს ღლონტი.

ია მამალაძე, გაზეთი “გურია ნიუსის” დამფუძნებელი, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი მედიაგაერთიანების მემომარდუმს, ამბობს, რომ თავიდან მედიაგაერთიანებაში გაწევრიანებისგან თავს იკავებდა.

„თუმცა კიდევ ერთხელ მცდელობას აქვს აზრი. იმედია, ამ მცდელობაზე მაინც აღმოგვაჩნდება სოლიდარობის გრძნობა, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ამა თუ იმ მედიის პროდუქტი, ვეთანხმებით თუ არა მის სარედაქციო პოლიტიკას. როდესაც მედიის უფლებები ირღვევა, ყველანი უნდა ვიყოთ სოლიდარულები ამ კანონდარღვევის წინაღმდეგ. მით უმეტეს, წინ არჩევნები გველოდება და ამის საფრთხეები ნამდვილად არსებობს,”-ამბობს ია მამალაძე.

მედიაგაერთიანების წევრები ამბობენ, რომ მედიაგაერთიანებას სახელი ჯერ არ აქვს, საინიციატივო ჯგუფი მუშაობს სახელზე და ამზადებს შიდა რეგლამენტს. აღნიშნული გაერთიანება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე დარეგისტრირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი