სამართალი

პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 აპრილი, 2014 • • 942
პარლამენტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

წარმოდგენილი კანონის პროექტით, ფართოვდება იმ ქმედებათა წრე, რომლებიც პირადი ცხოვრების ხელყოფასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა და განისაზღვრება მასთან დაკავშირებული ქმედებები: უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება, გასაღება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. კანონპროექტით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევად ითვლება აგრეთვე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის, ან კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ შენახვა უკანონოდ გამოყენების, გავრცელების ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის მიზნით.

 

ზუსტდება, თუ რა ქმედებებს გულისხმობს პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის, ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა. ამასთან, მკაცრდება სანქციები პირადი ან ოჯახური ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის, ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი