ხელოვნება

კულტურის სფეროს სპეციალისტები კულტურის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ

23 აპრილი, 2014 • • 1718
კულტურის სფეროს სპეციალისტები კულტურის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ

განცხადების ხელისმომწერი პირები დღეს, პირველ საათზე “კლუბ ფრონტლაინში” შეიკრიბებიან და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პროკურატურის სახელზე განცხადებას გაავრცელებენ.

 

მათი თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ეწევიან აღნიშნული სამინისტროს დისკრედიტაციას და ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარების პერსპექტივას და მოითხოვენ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ განხორციელდეს საკადრო ცვლილებები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, დაეყრდნობა ქვეყნის კულტურის ინტერესებს და, შესაბამისად, კადრებიც შეირჩევა პროფესიული მიზანშეწონილების საფუძველზე.

 

პიტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კულტურის განვითარების შემაფერხებლია და მოითხოვენ, რომ ქვეყანაში გატარდეს საერთაშორისო ნორმების შესაბამისი კულტურის პოლიტიკა. 

 

ხელისმომწერები მიიჩნევენ, რომ დაიწყოს საქართველოს პროკურატურის მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოძიება, რათა გამოიკვეთოს დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები, და მოხდეს მათი საქმიანობის ლუსტრირება.

 

პეტიცია ეხმიანება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მარგიშვილის მიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე ყოფნისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მოხსნისა და მინიჭების საკითხის განხილვას კულტურის სფეროს სპეციალისტებთან ერთად ეკონომისტები და ფინანსისტები განახორციელებენ.

 

პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონთან.

 

“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დეკლარირებული ხედვა, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებისადმი პროფესიონალური მიდგომა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, წარმოადგენს კულტურის იდეოლოგიზირების მცდელობას, რაც დამახასიათებელია ტოტალიტარული მმართველობებისათვის”- ნათქვამია პეტიციის ხელმომწერების გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი