ხელოვნება

მარინა რაზბეჟკინა: დოკუმენტური კინო სუბიექტურია [ვიდეო]

20 სექტემბერი, 2013 • 1506
მარინა რაზბეჟკინა: დოკუმენტური კინო სუბიექტურია [ვიდეო]

12 საათზე დაწყებული მასტერ-კლასი 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა კინოფესტივალის სტუმრებიც ესწრებოდნენ. 

 

მარინა რაზბეჟკინა, რუსი კინოდოკუმენტალისტი, მოსკოვის დოკუმენტური კინოს ინსტიტუტის ხელმძღვანელია. იგი თანამედროვე რუსული კინოდოკუმენტალისტიკის წამყვან პროფესიონალად მიიჩნევა. 


CAUCADOC სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს განვითარებას უწყობს ხელს. მას საფუძვლად უდევს თოთხმეტწლიანი გამოცდილება – ჩეხეთის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი “ერთი მსოფლიო”.

 

CAUCADOC ორგანიზაბას უწევს სემინარებს სამხრეთ კავკასიაში შემოქმედებითი და ინოვაციური დოკუმენტური კინოპროექტების განვითარების მიზნით, მასტერ-კლასებს და ლექციებს თბილისის, ბათუმისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში, დისკუსიების სერიას, რომელიც რეგიონში კინოინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი