ახალი ამბები

BIAFF მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციების ფილმებს აქვეყნებს

2 სექტემბერი, 2020 • 1173
BIAFF მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციების  ფილმებს აქვეყნებს

ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციების ფილმებს აქვეყნებს. 

მხატვრული ფილმების კონკურსი ცხრა, დოკუმენტური  ფილმების კონკურსი  კი 7 ფილმისგან შედგება. ორივე კონკურსში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი რეჟისორები მიიღებენ.

მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულს ხუთკაციანი საერთაშორისო  ჟიური რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ხელმძღვანელობით გამოავლენს. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის თავჯდომარე კი  მსახიობი ნინო კირთაძე იქნება. 

მხატვრული ფილმების კონკურსი:

1) „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, ბურჰან ქურბანი, 2020;  

2) „კონფერენცია“, ივან ტვერდოვსკი, 2020; 

3) „სიკვდილის პირას“, ჰილალ ბაიდაროვი, 2020;

4) „მარე“ ანდრეა სტაკა, 2020; 

5) “სოლე“ , კარლო სირონი,  2019;

6 „ ცრემლების მარილი“ , ფილიპე გარელი, 2020;

7) „ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, 2020; 

8) „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, 2020; 

9) „პერსონა N2“, ნინო ბასილია, 2020.

დოკუმენტური ფილმების კონკურსი:

1) „აიუნი“, იასმინ ფედდა, 2020;

2)  „ბაზილი“, რომან შირმანი, 2020; 

3) „დისკვალიფიცირებული“, ჰამზა ოუნი,  2020; 

4) „პარიზის კალიგრამები“, ულრიკე ოტინგერი,  2020;

5) „აღთქმული მიწა“, დანიელე ტომასო, 2020;

6) „ნიჭი“, ჯულიანო ფრატინი, 2019;

7) „ვეშაპი ლორინოდან“, მასიეჟ ჩუსკე,  2019.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წლის 13-20 სექტემბერს Covid 19-ის მიზეზით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება, ფესტივალი 2006 წლიდან არსებობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი