ეკონომიკა

გოცირიძე: ლარის დევალვაცია ფასებს გაზრდის

9 აგვისტო, 2015 • • 2113
გოცირიძე: ლარის დევალვაცია ფასებს გაზრდის

რა არის ლარის დევალვაციის მიზეზი და როგორია ეროვნული ვალუტის პერსპექტივა მოკლე პერიოდში? ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტს და ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა:

 

მთავრობის ეკონომიკური გუნდი პროგნოზირებდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ლარის დევალვაცია აღარ გაგრძელდებოდა და ამ პროცესს აქტიური ტურისტული სეზონი შეაჩერებდა. ოფიციალური სტატისტიკით ივლისში საქართველოში 737 696 ტურისტი შემოვიდა, რაც 2014 წლის ივლისის მაჩვენებელზე 9,5%-ით მეტია.  

 

მხოლოდ სეზონური ფაქტორი ან ტურიზმი რომ შველოდეს სავალუტო სტაბილურობას, არავის ექნებოდა ამ მხრივ პრობლემა. ის არგუმენტიც, კი რომ ტურიზმი იზრდება, არაა დამაჯერებელი. იზრდება ვიზიტორები, საზღვრის გადამკვეთები და არა ტურისტები. ზეგ ბარსელონა-სევილიას თამაშზე 25 ათასი კაცი შემოვა და ერთ დღეში ისევ უკან გავა. ეს მხოლოდ ალამაზებს სტატისტიკას. რეალურად, ტურისტების ზრდა უმნიშვნელოა. შემოსავლებიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან, რადგან ძირითად ტურისტულ მასას სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შეუმცირდათ შემოსავალი მათი ვალუტის დევალვაციის გამო. სამაგიეროდ გსუარესდა ვითარება ქვეყნის ეკონომიკაში ყველა მხრივ. განსსკუთრებით ვალუტის შემომტან სფეროებში.


2015 წლის აგვისტოს დასაწყისში ლარის დევალვაციის მიზეზი რა არის? გასულ კვირას აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 2.24 ნიშნულიდან 2.30 ნიშნულამდე დაეცა.  

 

ინვესტიციები შემცირდა. ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესების შემდეგ, რაიმე სიკეთეს ამ სფეროში არ უნდა ველოდოთ. ენერგოპრო ჯირჯიას განცხადება საქართველოდან გასვლის შესახებ დამაფიქრებელია. უპირველეს ყოვლისა მისი მიზეზები. მცირდება ექსპორტი, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებისა ბიუჯეტიდან. იგივე მეღვინეობის დარგში. მომსახურების ისეთი სფერო, როგორიცაა რკინიგზა, რომელიც ასევე ვალუტის შემომტანი დარგია, უკან უკან მიდის. საბერძნეთის ფაქტორიც გარკვეულ გავლენას ახდენს. მიუხედსვად იმისა, რომ პირველ შვიდ თვეში ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვა მინიმალური იყო, ამ ტიპის ხარჯების მქონე ბიუჯეტი მაინც იყო არასტაბილურობის წყარო. დსრჩენილ ხუთ თვეში კი მთავრობას მოუწევს ფორსირებული ათვისება ჩამორჩენის, რაც ნახევარ მილიარდბლარზე მეტია. ის, რომ სეკვესტრი არ განახორციელეს, ეს უკვე შემოდგომაზე იჩენს თავს. სამწუხაროდ, ფასების ზრდას ვერ ავიცილებთ თავიდან. ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეროვნულმა ბანკმა დაგეგმა. ჯერ კიდევ გვშველის ის, რომ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე განახევრდა. მაგრამ ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა და ლარის დევალვაცია თავის შედეგს მაინც გამოიწვევს.


ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. როგორ შეფასებსთ სებ-ის პოლიტიკას ამ კუთხით. 


ეროვნული ბანკი სრულად აკონტროლებს ფულის მასას. მთელი წლის განმავლობაში იგი უმნიშვნელოდ გაიზარდა. ფაქტობრივად, ეკონომიკური ზრდის ტემპისა და ინფლაციის სიდიდის შესაბამისად. ესაა ეროვნული ბანკის ფუნქცია და ამ მიზნით იყენებს თავის ბერკეტებს. დანარჩენი მთავრობის საქმეა. ეკონომიკის გამოცოცხლება და ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა. წინათ დერეგულირებული, გამარტივებული პროცედურების მქონე ქვეყანაში შემოდიოდა ინვესტორი. ახლა ძნელია თუნდაც ერთი ისეთი ახალი ღონისძიების გახსენება, რომელიც ინვესტორს დააინტერესებდა. ქვეყანა მიდის ძველი ინერციით. საგარეო და საშინაო ხახუნის ძალები ზემოქმედებენ მასზე და მალე გაჩერდება. ბიძგის მიმცემი არავინაა. ყველა მარეგულირებელი ნორმა და ყველა სახელმწიფო უწყება, რაც ბოლო სამ წელიწადში შეიქმნა უნდა გაუქმდეს. ძნელია, კი! მაგამ არა იმაზე ძნელი, რა პრობლემებიც გველის მისი შენარჩუნებით. გზას გადავუხვიეთ. კალაპოტიდან არ ამოვვარდნირვართ და უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ ეს ვითარება.



 

 








 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი