ახალი ამბები

ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, გზავნილები თითქმის 44%-ით შემცირდა — სებ

15 დეკემბერი, 2023 • 1221
ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, გზავნილები თითქმის 44%-ით შემცირდა — სებ

2023 წლის ნოემბერში საქართველოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი (792.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.8%-ით (228.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

ჩარიცხული გზავნილების ყველაზე დიდი წილი – 25,74% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ნოემბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 75.34 მილიონი აშშ დოლარი. ეს 76.17 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ნოემბერთან შედარებით.

მეორე ადგილზეა იტალია, 42.8 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი გადმორიცხვების 14.62%-ია. მესამე ადგილზეა აშშ, 40.75 მილიონი დოლარით [13,92%].

მეოთხე ადგილი დაიკავა გერმანიამ, 20.34 მილიონი დოლარით [6.95%], მეხუთე კი — საბერძნეთი, 20.11 მილიონი დოლარით [6.87%].

ამასთან ერთად, 2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.3 მლნ აშშ დოლარი (84.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბერის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მასალების გადაბეჭდვის წესი