“მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება”, – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე “რუსთავის 2”-ის პირდაპირ ეთერში წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე და დასძენს:

“მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ.
ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად.”

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე