ახალი ამბები

გამოხატვის თავისუფლება შოკისმომგვრელ იდეაზეც ვრცელდება – ნონა წოწორია

9 ივლისი, 2019 • 2275
გამოხატვის თავისუფლება შოკისმომგვრელ იდეაზეც ვრცელდება – ნონა წოწორია

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება იმ რეაქციას, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას მოჰყვა.

“მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სიტყვის თავისუფლება ასევე ვრცელდება ინფორმაციაზე ან იდეაზე, რომელიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელი ან შემაწუხებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართოდ აზროვნების მოთხოვნა, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.

ამ საღამოს განვითარებული მოვლენები ცალსახად ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ გამოხატვის ფორმა კი არა, რომელიც სამართლიანად იქცა კრიტიკის საგნად, არამედ მისი შინაარსია რუსთავი 2-ზე ორკესტრირებული შეტევის მთავარი მიზეზი. მრავლისმეტყველია საქართველოს უპირველესი მტრის – პუტინის დასაცავად ასე ორგანიზებული ხელისუფლების ხილვა, რომელსაც ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ბევრ პრობლემაზე მყისიერი რეაგირებით თავი არ დაუმახსოვრებია”, – წერს ნონა წოწერია ფეისბუკზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი