ახალი ამბები

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

7 ივლისი, 2019 • 1983
ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინებაზე განცხადება გაავრცელა.

“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებსა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ.”

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი