ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 86.2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თითქმის ბოლო 30 წლის  რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13%-ს მიაღწია.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია:

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • იაპონია – 37% (211 883 ბოთლი);
  • პოლონეთი – 31% (3 508 122);
  • დიდი ბრიტანეთი – 33% (105 608);
  • აშშ – 2% (466 056).

ევროპის მიმართულებით:

  • შვეიცარია – 378% (25 350 ბოთლი);
  • დანია – 111% (17 834);
  • რუმინეთი – 100% (99 774);
  • ჩეხეთი – 81% (61 908);
  • იტალია 69% (17 244);
  • ბულგარეთი – 60% (26 790);
  • ნიდერლანდები – 38% (82 641);
  • გერმანია – 20% (483 791);
  • ლიეტუვა – 17% (488 154);
  • საფრანგეთი – 14% (113 885);
  • ლატვია – 14% (1 711 078);
  • ესტონეთი – 11% (581 190) და ა.შ.

ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:

  • სამხრეთ კორეა – 275% (68 124 ბოთლი);
  • თურქმენეთი –  196% (197 694);
  • ყირგიზეთი – 63% (218 550);
  • აზერბაიჯანი – 40% (197 724);
  • მონღოლეთი – 27% (214 398);
  • უკრაინა – 26% (10 687 835);
  • რუსეთი – 12% (53 682 627);
  • ყაზახეთი – 8% (3 599 143) და სხვა.

ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო გაიყიდა, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი  (53 682 627 ბოთლი);
  • უკრაინა (10 687 835);
  •  ჩინეთი  (6 951 019);
  • ყაზახეთი (3 599 143);
  • პოლონეთი (3 508 122);
  • ლატვია (1 711 078);
  • ბელარუსი (1 606 002);
  • ესტონეთი (581 190);
  • ლიეტუვა (488 154);
  • გერმანია (483 791).

2018 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინო ექსპორტზე 284-მა კომპანიამ გაიტანა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 34-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც ღვინის სააგენტო აცხადებს, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  40.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდა 3%-ს აღწევს.

მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 1.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  2017 წელთან  შედარებით, ზრდამ 44%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს –  2017 წელთან შედარებით, ზრდამ 7%-ს მიაღწია.