ახალი ამბები

5 თვეში ღვინის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა

8 ივნისი, 2021 • 728
5 თვეში ღვინის ექსპორტი 15%-ით გაიზარდა

ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2021 წლის 5 თვეში 82.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-მაისში მსოფლიოს 55 ქვეყანაში  36.4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 11% (2 258 486 ბოთლი), ლიეტუვა – 63% (439 494 ბოთლი), აშშ – 26% (402 942 ბოთლი), ესტონეთი – 3% (258 640 ბოთლი) და გერმანია – 23% (314 703 ბოთლი). ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა – 6% (4 162 515 ბოთლი), კანადა – 54% (118 006 ბოთლი), ყაზახეთი – 80% (1 368 220 ბოთლი), რუსეთი – 17% (22 421 656 ბოთლი), ისრაელი – 95% (236 996 ბოთლი).

ჯამში, იანვარ-მაისში საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 130 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი