დემოკრატია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის (Nations in Transit 2016) მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოს დემოკრატიის ქულა მეზობელ ქვეყნებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე უკეთესია.

აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის ქულა 4.61-ით, სომხეთის 5,36-ით და აზერბაიჯანის 6,86-ით განისაზღვრა [2007 წლის შემდეგ აზერბაიჯანის მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით 2015 წელს ყველაზე კრიტიკულია]. ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ ნათქვამია, რომ 2015 წელს აზერბაიჯანში განსაკუთრებით იყო ზეწოლა ოპოზიციაზე, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე.

საქართველო წელს ისევ გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაში მოხვდა. აზერბაიჯანი – კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის, ხოლო სომხეთი ნაწილობრივ კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის კლასიფიკაციაშია.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები 1-7 ქულიანი სისტემით არიან შეფასებული, სადაც 1 საუკეთესო, ხოლო 7 ყველაზე უარესი შედეგია. ანგარიშის მიხედვით, Freedom House ქვეყანას 7 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფასებს და ისე გამოჰყავს დემოკრატიის ქულა. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით აქვს, ხოლო ყველაზე უარესი – ეროვნულ დონეზე დემოკრატიული მმართველობის კუთხით.

Screen Shot 2016-04-12 at 6.35.29 AM

Screen Shot 2016-04-12 at 6.34.54 AM

Screen Shot 2016-04-12 at 6.35.58 AM

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი