ახალი ამბები

ადიგენში რელიგიური დაპირისპირების გამო შსს-ს საქმე არ აღუძრავს

29 თებერვალი, 2016 • 1554
ადიგენში რელიგიური დაპირისპირების გამო შსს-ს საქმე არ აღუძრავს

ადიგენში მომხდარ რელიგიური დაპირისპირების გამო შსს-ს საქმე არ აღუძრავს. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა და მიზეზად დაპირისპირებისას სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა დაასახელა.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი მოქალაქეების მიერ მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნა გახდა.  ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ მუსლიმები სასაფლაოზე მეჩეთსაც ააშენებენ, რასაც არ დაუშვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის  (EMC)  წარმომამდგენლის, თამთა მიქელაძის ცნობით, 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაპირისპირების დროს სამი მუსლიმი დაშავდა.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უკვე მესამე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა მუსლიმების მიმართ. …

Posted by Tamta Mikeladze on Monday, February 29, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი