ახალი ამბები

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის [ვიდეო]

29 თებერვალი, 2016 • 3368
რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის [ვიდეო]

სოფელ ადიგენში მართლმადიდებელი ქრისტიანები   მუსლიმებს დაუპირისპირდნენ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც ადიგენის მცხოვრები რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა. მიქელაძე ადიგენის ქრისტიანულ სასაფლაოზე არ დაკრძალეს და მეზობელ სოფელში დაასაფლავეს.

მუსლიმები ამბობენ, რომ მათ სურთ, ცალკე სასაფლაო ჰქონდეთ,  ხოლო ქრისტინები მიიჩნევენ, რომ სასაფლაოსთვის ტერიტორიის გადაცემის შემდეგ მუსლიმები მეჩეთს ააშენებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

“სასაფლაო სხვა ამ სოფელში არ გამოიყოფა. მათ უნდათ, მათი ნება და სურვილი არის, რომელიც ცალკე უნდა იყოს, მერე მეჩეთი უნდა მოითხოვონ. სამლოცველო, რომელსაც ვერ აუკრძალავს ვერავინ”, – უთხრა “სამხრეთის კარიბჭეს” ზურაბ ტაბიძემ.

ადიგენის მუსლიმი მცხოვრები ლია იაკობიძე ამბობს, რომ აქამდე მუსლიმებსა და ქრისტიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

“22 წელია ვცხოვრობ მე ადიგენში, ყოველთვის მქონდა მე ყველასთნ კარგი ურთიერთობა. ჭირი იყო თუ ლხინი იყო, ვედექი ყველას გვერდში, ანალოგიურად ჩემ მიმართ იყვნენ, მაგრამ რატომ, ასეთი რამე ვერ წარმომიდგენია. 2 მეტრი მიწა მკვდარს ეკუთვნება, ეს არის სამარცხვინო”, – ამბობს ლია იაკობიძე.

“ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ დაპირისპირების ადგილას მისული იყო პოლიცია, თუმცა სამართალდარღვევის ნიშნების არქონის გამო საქმე არ აღძრულა.

გთავაზობთ ვიდეოს ადიგენიდან, რომელიც სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა:

მასალების გადაბეჭდვის წესი