ახალი ამბები

ნინა ხატისკაცი: თბილისის მედიათეკების გაერთიანების არსებული მენეჯმენტი გამართული არ იყო

17 თებერვალი, 2016 • 2277
ნინა ხატისკაცი: თბილისის მედიათეკების გაერთიანების არსებული მენეჯმენტი გამართული არ იყო

თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა განცხადა, რომ თბილისის მედიათეკების გაერთიანების მენეჯმენტის ცვლილება ძველი მენეჯმენტის არაეფექტურ მუშაობას უკავშირდებოდა.

დღეს, 17 თებერვალს, თბილისის მთავრობამ მოიწონა და ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის მიხედვითაც,  თბილისის მედიათეკის გაერთიანების დირექტორი მაკო ჭოღოშვილი გათავისუფლდა თანამდებობიდან და მის ნაცვლად თანამდებობაზე დაინიშნა გურამ ნიკოლაშვილი.

ნინა ხატისკაცმა ნეტგაზეთთან განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ მიიღო თბილისის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. მისი განცხადებით, როგორც ჭოღოშვილის დათხოვნა, ნიკოლაშვილის დანიშვნა იყო “წმინდა მენეჯერული გადაწყვეტილება” და ეს არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს.

ხატისკაცის განცხადებით, უკვე სამი წელია, რაც დაახლოებით 700 000 ლარს, მერია თბილისში არსებული ორი მედიათეკის გამართული ფუნქციონირებისთვის გამოყოფს. თუმცა, მისი თქმით, მედიათეკების დღევანდელმა მენეჯმენტმა მხოლოდ ვაკის განყოფილების ფუქციონირება მოახერხა იმ კონცეფციის შესაბამისად, რომელიც მედიათეკას უდევს საფუძვლად, ვარკეთილის მედიათეკა კი ასე არ განვითარებულა.

“თავიდან, როდესაც ბიუჯეტს გავეცანი, როგორც მერის მოადგილე და კულტურის სფეროს კურატორი, ბიუჯეტი მომეჩვენა საკმაოდ მოცულობითი იმ ფუნქციებთან მიმართებაში, რომელსაც მედიათეკა ახორიციელებს და ასევე კადრების რაოდენობაც. მედიათეკაშია 38 ადამიანი, ორი ფილიალისთვის მოგვეჩვენე საკმაოდ მოცულობითი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მონიტორინგი,”– ამბობს ხატისკაცი.

მისი განცხადებით, ჩატარდა რამდენიმე მონიტორინგი. კერძოდ, სამსახურმა გააკეთა შინაარსობრივი და ინფრასტრუქტურული მონიტორინგი, ასევე დონორ ორგანიზაციიასთან, USAID–ის პროექტთან ერთად ჩატარდა ადამიანური რესურსების კვლევა და ასევე, საკრებულოს სარევიზიო კომისიამაც შეამოწმა მედიათეკის საქმიანობა.

როგორც ხატისკაცი ამბობს, კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემები უკავშირდება მენეჯმენტს, როემლიც არ არის გამართული.

“კონცეფციაში არის ამ ეტაპზე ორი ფილიალი, თუმცა ერთი ფუნქციონირება გამართულად და 38 თანამშრომლიდან 6 ბაზირდება მხოლოდ ვარკეთილის ფილიალში და დანარჩენი, 30 ადამიანზე მეტი იმყოფება ვაკის ფილიალში. ეს პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ციფრი და არათანაბრად არის გადანაწილებული ადამინური რესურსი. ადამაინური რესურსების ანალიზმა გვიჩვენა, რომ არსებული რესურსი 3 ფილიალზეც არის საკმარისი და უფრო მეტიც, არსებული საკადრო რესურსები არ არის რაციონალურად გამოყენებული: დუბლირებულია ფუნქციები, არ არის გაწერილი დეტალურად სამუშაო აღწერილობები და შესაბამისად, ადამაინებმა არ იციან, კონკრეტულად რა ფუნქციას ასრულებს. მაგალითისთვის, დირექტორს სამი მოადგილე ჰყავს, რომელბსაც თავისი სამიქნობა ასე დეტალურად გაწერილი არ აქვთ და მათი ფუნქციაც არ არის გამოკვეთლი. არსებობს 2 პიარ–მენეჯერი, არსებობს საერთაშორისო ორთიერთობის ორი მენეჯერი და ა.შ.”– ამბობს ხატისკაცი.

ნინა ხატისკაცის თქმით,  მენეჯერის შეცვლასთან ერთგად არ იგეგმება არსებული კადრების გათავისუფლება და ახლების დაქირავება. არამედ, მისი განცხადებით, იგეგმება კადრების ოპრიმიზაცია და რესურსის 3 ფილიალზე გადანაწილება. ახალი ფილიალის გახსნა კიკვიძის ბაღში 2016 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.

რაც შეეხება მედიათეკების გაერთიანების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ მაკო ჭოღოშვილს, იგი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ის მიზეზი, რაც მერიაში განუცხადეს, რადგანაც მედიათეკა წამატებული დაწესებულებაა.

მაკო ჭოღოშვლი ნეტგაზეთთან ასევე ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლების რეალური მიზეზი უცნობია. თუმცა, იგი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ამის მიზეზი მისი წინა სამსახური ყოფილიყო. მაკო ჭოღოშვილი ნიკა რურუას კულტურის მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი