ახალი ამბები

თურქეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე ინფორმაციას საელჩო უარყოფს

8 იანვარი, 2016 • 3568
თურქეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე ინფორმაციას საელჩო უარყოფს

თურქეთის საელჩომ საქართველოში ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს დაუწესებს, მცდარია.

“ინფორმაცია, რომელიც პრესაში გავრცელდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს და თურქეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება სასაზღვრო რეჟიმთან დაკავშირებით რაც არის, ის არის ძალაში,”– განუცხადეს ნეტგაზეთს თურქეთის საელჩოში.

გარდა ამისა, ეს ინფორმაცია არ დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა:

“ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას იმისათვის ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი ამ ეტაპზე,”– განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თურქული მედიაპორტალი IHLAS HABER AJANSI წერს, რომ 2016 წლის ივნისიდან თურქეთი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების ფარგლებში 89 ქვეყანას დაუწესებს სავიზო რეჟიმს, მათ შორის, საქართველოსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი