ახალი ამბები

სტამბოლში ხანძარს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

2 აპრილი, 2024 • 926
სტამბოლში ხანძარს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ღამის კლუბში დღისით, 13 საათზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქული მედიასაშუალება „ანადოლუს“ ცნობით, ღამის კლუბში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაშავებულია რვა ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიისვე ცნობით, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 5 ადამიანი, მათ შორის, ღამის კლუბის მენეჯერები და სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები.

ღამის კლუბი, სადაც ხანძარი გაჩნდა, სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ბეშიქთაშის რაიონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფშია განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი