საზოგადოება

ერდოღანმა ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება აღიარა

1 აპრილი, 2024 • 964
ერდოღანმა ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება აღიარა

თურქეთის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის,  „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” (AKP) ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ ადგილობრივი არჩევნები ისე არ წარიმართა, როგორც ელოდა, თუმცა მხარდამჭერებს უთხრა, რომ ეს „დასასრული კი არა, გარდამტეხი წერტილია“.

ერდოღანი სიტყვით თავისი პარტიის შტაბ-ბინაში გამოვიდა და თქვა, რომ გამარჯვებულია ყველა, ვინც თავისი დემოკრატიული უფლება არჩევნებში მონაწილეობით გამოხატა.

„14-28 მაისის არჩევნებში გამარჯვებიდან ცხრა თვის შემდეგ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ველოდით ადგილობრივ არჩევნებში.  მთავრობა, როგორც აქამდე, ისევე გააგრძელებს ყველა ადგილობრივი თანამდებობის პირის მხარდაჭერას მათი ქალაქების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით დემოკრატიისა და კენჭისყრის მხარეზე. დღესაც იმავე პასუხისმგებლობის გრძნობით ვაგრძელებთ მოქმედებას და არ ვაყენებთ ძალაუფლებას ხალხის ნებაზე მაღლა“, — განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, პარტია თვითკრიტიკულად შეაფასებს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და უპასუხებს მათ.

თურქეთში 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ამ დროის მონაცემებით, ოპოზიცია ლიდერობს სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში.

სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში ოპოზიცია დაწინაურდა – არჩევნები თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი