ახალი ამბები

ERTAD.GE-ს ფარგლებში კიდევ 3 პროექტი დაფინანსდა!

30 სექტემბერი, 2015 • 1447
ERTAD.GE-ს ფარგლებში კიდევ 3 პროექტი დაფინანსდა!

მიმდინარე თვე საკმაოდ აქტიური და სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული აღმოჩნდა.

 

თბილისთან ახლოს, სოფელ ღულელების მიმდებარე ტერიტორიაზე ERTAD.GE-ს ფარგლებში და ააიპ Step Up Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა საქართველოში პირველი მსვლელობა და საჩვენებელი დაშვება ლონგბორდის, ე.წ. მოგრძო სკეიტბორდის მეშვეობით. ღონისძიებას საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა როგორც ლონგბორდის მოყვარულების, ასევე ველომრბოლელების მხრიდან. 25 მოყვარული სპორტსმენისგან შემდგარმა ჯგუფმა 7 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარა. საღამომ ელექტრონული მუსიკის ფონზე მხიარულ ვითარებაში ჩაიაირა.

 

ERTAD.GE არ არის პროექტი მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, რასაც რეგიონების მკვიდრთა განსაკუთრებული აქტიურობაც მოწმობს.

 

ლონგბორდის ფესტივალს მალევე მოჰყვა ქ. გორში კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ახალბაღის ღია კინოთეატრის საზეიმო ვითარებაში გახსნა. აღნიშნული პროექტი „ახალბაღი-მეტი კრეატივის დროა“ განსაკუთღებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, რადგან ქალქში მსგავსი ტიპის სივრცე არ არსებობს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ეკრანი და კეთილმოეწყო შესაბამისი ტერიტორია მაყურებლისთვისაც, რომელთაც უფასოდ შეეძლებათ ღია ცის ქვეშ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება. პროექტი ტრადიციულად, ERTAD.GE-ს ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ავტორიც ააიპ „გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა“ გახლავთ. აღნიშნულმა პროექტმა რეგიონალური მედიის დიდი ყურადღება და ადგილობრივების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ღია კინოთეატრის გახსნის შემდეგ პირველი ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

 

გორში ღონისძიების  წარმატებით დასრულების შემდეგ სპორტული შეჯიბრი უკვე რუსთავში, იალღუჯის ქედზე გაიმართა. „გუნდური ორჭიდი“- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც აგვისტოს თვის გამარჯვებული გახლავთ.

 

ღონისძიების ფარგლებში საკმაოდ რთული აღმართის დაძლევაში ველომრბოლელლები და მორბენლები შეეჯიბრნენ, გამარჯვებულები კი სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

ღონისძიების ორგანიზატორი მოყვარული მორბენალი და სპორტსმენი, რუსთავის მკვიდრი გიგა ძულიაშვილია. მისი ძალისხმევით რუსთავში უკვე არაერთი მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდა. „გუნდური ორჭიდი“ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, წარმატებით განხორციელდა.

 

ERTAD.GE -ს ფარგლებში 2014 წლის მაისიდან დღემდე 20-მდე სოციალური პროექტი დაფინანსდა, სარგებელი კი ასობით ბენეფიციარმა მიიღო.

 

პროექტი კომპანია VIvus.ge-ს პატრონაჟით ხორციელდება და მომავალშიც აგრძელებს სხვადასხვა აქტუალური იდეების ფინანსურ მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი