ახალი ამბები

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა

7 აგვისტო, 2015 • • 1556
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა

სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს 7 აგვისტოს 10 საათზე გაიმართა ბრალდებულ ლევან კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა.

 

რაც შეეხება საბი ბერიანის განზრახ მკვლელობას, რომლის ბრალდებაც ასევე ჰქონდა ლევან კოჭლოშვილს, ამ ნაწილში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა.

 

ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლოშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა.

 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.

 

ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას თქმით, საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს, რომელ ნაწილშიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი