ახალი ამბები

ნარმანია: “თბილისი პანორამის” გამო მერია ალტერნატიულ გზას ააშენებს

2 თებერვალი, 2015 • • 1670
ნარმანია: “თბილისი პანორამის” გამო მერია ალტერნატიულ გზას ააშენებს

“ის, რაც ერთ-ერთ საკითხად ისმება, რომ თითქოს “პანორამა-თბილისის” აშენების შემთხვევაში სატრანსპორტო ნაკადი კიდევ უფრო გაიჭედება ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში, ჩვენ ამაზე პასუხი გვაქვს, უკვე მზად არის და პროექტირება გამოცხადდება ალტერნატიული გზის. ალტერბატიული გზა აშენდება, სადაც გადაერთვება მოძრაობა დამატებით, იქნება ორთაჭალიდან შინდისამდე მიმავალი გზა, ოთხნახევარკილომეტრიანი გზა, რომლის აშენებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს, ვიდრე დასრულდება “თბილისი პანორამის” პროექტი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სოლოლაკის ქედზე “თანაინვესტირების ფონდის” დაფინანსებით შენდება სასტუმრო, რომელიც არის პროექტ “პანორამა-თბილისის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

 

პროექტი „პანორამა თბილისი“  4 მრავალფუნქციური კომპლექსია (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას.

 

ორგანიზატორების თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში კი დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.

პანორამა თბილისი- სოლოლაკის მაღლობი
პანორამა თბილისი- სოლოლაკის მაღლობი

მასალების გადაბეჭდვის წესი