ახალი ამბები

გიორგი თარგამაძემ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

15 მარტი, 2014 • • 1434
გიორგი თარგამაძემ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

“საზოგადოებას მინდა ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილება ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჯერ კიდევ გასული შემოდგომის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველა პროცედურის დაცვით. ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ჩემი მეგობარი, გიორგი ახვლედიანი. ეს გუნდი აგრძელებს ჩვეულებრივ საქმიანობას. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისათვის. მიმდინარეობს ფართო კონსულტაციები და მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან”. – განაცხადა თარგამაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

 

შეგახსენებთ , რომ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა 2008 წელს დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან მისი თავმჯდომარე გიორგი თარგმაძე იყო. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმების 8.66% მიიღო და პარლამენტში 6 მანდატი მოიპოვა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ვერ გადალახა. გიორგი თარგამაძე ასევე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ხმების 1,06%. მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი