ახალი ამბები

ჩუგოშვილი: ყველა ნიშანია, რომ დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, ზუგდიდი გახდება

15 მაისი, 2019 • 923
ჩუგოშვილი: ყველა ნიშანია, რომ დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, ზუგდიდი გახდება

“ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, შუალედური არჩევნების დროს განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდზე გაამახვილონ, რადგან მისი თქმით, ყველანაირი ნიშანი ასებობს, რომ ვითარების დაძაბვის მცდელობა სწორედ ზუგდიდში მოხდეს:

“გუშინდელ დღემდე პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. გუშინ ცხადი გახდა, რომ დაძაბულობის ცენტრი, სავარაუდოდ, გახდება ზუგდიდი. გუშინ ვიხილეთ აჟიოტაჟი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა განცხადება, საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. საოლქო საარჩევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, გამჭვირვალედ მოქმედებდა.

მიუხედავად ამისა, ვნახეთ ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა. პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც მანიშნებელია, რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას. ჩვენთვის ეს იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების კანდიდატს ზუგდიდში აქვს ძლიერი პოზიციები და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას სტაბილური საარჩევნო პროეცესი გადაიზარდოს დაძაბულობაში. ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, ან ექნება, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი, კანონიერი რეაგირება”, – თქვა ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საოლქო კომისიაში დაძაბულია სიტუაციაა, ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი