ახალი ამბები

პუტინი ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

29 აპრილი, 2019 • 2414
პუტინი ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრონოს.

ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass ავრცელებს. „ტასის“ თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ სააკაშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა.

რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რეჟიმისგან დატანჯულ რუს ხალხს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზოს. ეს პასუხი იყო პუტინის ინიციატივაზე, ყველა უკრაინელს გაუმარტივდეს რუსული პასპორტის აღება. მან თქვა, რომ მოქალაქეობას სთავაზობს „რუს ხალხს, რომლებიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯებიან“.

ზელენსკის განცხადებაზე პასუხად პუტინმა თქვა, რომ აჯობებს, ადამიანების უფლებების დაცვა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებით დაიწყოს.

“აჯობებს, თავისუფლებაზე საუბარი დავიწყოთ არა რუსეთიდან ან რუსებიდან, არამედ, მაგალითად, ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, უკრაინული პასპორტი დაგებუნებინათ იმ ადამიანისთვის, რომელიც ადრე ქართველი იყო, დღეს კი თავს უკრაინელად მიიჩნევს. მხედველობაში მყავს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი”, — თქვა პუტინმა.


სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ თქვა უარი, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი