ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის პირს 18 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით. აღნიშნული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურებას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან