ახალი ამბები

10 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალას მოიპოვებდა და ავრცელებდა – პროკურატურა

16 თებერვალი, 2024 • 801
10 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიულ მასალას მოიპოვებდა და ავრცელებდა – პროკურატურა

10 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვანების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას სოციალური ქსელით მოიპოვებდა და ავრცელებდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა, ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული მუხლები გულისხმობს გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი