ახალი ამბები

კახეთში 13 წლის გოგოს შესაძლო მოტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

1 მარტი, 2024 • 1805
კახეთში 13 წლის გოგოს შესაძლო მოტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან დაკარგულ 13 წლის გოგოს უკვე სამია დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ სამსახურს იმ სკოლის დირექტორმა მიაწოდა, სადაც გოგონა სწავლობდა.

დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არ გაუტაცებიათ და ქორწინების მიზნით  თანასოფლელ 17 წლის ბიჭთან ერთად “გაიპარა”.

გოგონას მამას ფიქრობს, რომ მისი შვილი მოიტაცეს. რუსთავი 2-თან საუბარში ის ამბობს, რომ გოგონა 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს.

“პოლიციელები რამდენი დღეა ეძებენ და არ არის, მეუბნებიან”, – ამბობს დაკარგული გოგონას მამა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი იმ მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა, რომელსაც მეზობელი სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები, მათ შორის დაკარგული გოგო, სკოლამდე მიჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი