ახალი ამბები

კომიტეტი ლიბერალური ღირებულებების ჩანაწერის ამოღებას მხარს არ დაუჭერს – ჯაში

2 აპრილი, 2019 • 1409
კომიტეტი ლიბერალური ღირებულებების ჩანაწერის ამოღებას მხარს არ დაუჭერს – ჯაში

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განმარტავს, რომ პარლამენტის განათლების კომიტეტს მხარი არ დაუჭერია “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ჩანაწერის ამოღებისთვის.

“ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან. ვფიქრობ, კოლეგები, რომლებიც აღნიშნულ პოზიციებს ასე მკაცრად აკრიტიკებენ, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი, ან მიზანმიმართლად ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ან არ იცნობენ კანონშემოქმედებითი პრინციპებს. მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, რომელთა მხრიდან საკმაოდ საფუძვლიანი კრიტიკა გაჟღერდა – კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას”, – განაცხადა ჯაშმა.

მისი თქმით, კომიტეტმა მხოლოდ პრინციპების დონეზე დაუჭირა მხარიზოგადი განათლების შესახებ კანონის ბავშთა უფლებების კონვენციასთნ დაახლოებას.


დღესდღეობით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის   პირველ მუხლში ვკითხულობთ, რომ ამ კანონით ზოგადი განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლის “ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნაა”. გარდა ამისა, კანონის მესამე მუხლის ბ პუნქტი ამბობს:

“მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა,”.

დეპუტატების – ალექსანდრე ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის მიერ “ზოგადი განათლების შესახებ”დარეგისტრირებულ კანონპროექტში კი, სიტყვა “ლიბერალური” ამოღებულია და მესამე მუხლის “ბ” პუნქტი გამოიყურება ასე:

“მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;“

2 დეპუტატი განათლების კანონიდან სიტყვა “ლიბერალურის” ამოღებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი