პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კვლავ გავრცელდა

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ საიტზე კვლავ განთავსდა.

აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც ორი კვირის წინ არის ატვირთული,  6 ათასამდე ნახვა ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკვე ინფორმირებულები არიან პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კვლავ გავრცელებასთან დაკავშირებით და კომპეტენციის ფარგლებში მოახდენენ რეაგირებას.

განახლება 27,03.19 – ვიდეო წაიშალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.