ენმ-ს პოლიტსაბჭოს რულოვსი, უდუმაშვილი, შაშკინი, ვაჩეიშვილი და სხვები შეუერთდნენ

ენმ-ს პოლიტიკურ საბჭოს სანდრა რულოვსი, ზაალ უდუმაშვილი და სხვები შეუერთდნენ, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის თავმჯდომარედ კი ნიკა მელია აირჩიეს.

პარტიის დელეგატებმა 24 მარტს მიიღეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა — 332 ხმით 7-ის წინააღმდეგ. პარტიის 5-მა დელეგატმა თავი შეიკავა.

პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან:

  1. სანდრო რულოვსი,
  2. ზაალ უდუმაშვილი,
  3. მამუკა ჩიქოვანი,
  4. მურთაზ ზოდელავა,
  5. დიმიტრი შაშკინი,
  6. ხატია დეკანოიძე,
  7. ლევან ხაბეიშვილი,
  8. ბადრი ბასიშვილი,
  9. ნიკა ვაჩეიშილი,
  10. ლელა ჯავახაძე.

პოლიტიკური საბჭო პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას მართავს.

იმავე ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს;

ყრილობაზე ენმ-ს თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com