ახალი ამბები

გახარია: TV პირველზე ზეწოლა რომ სდომოდათ, “წერილს” ვ.წ-ს გაუგზავნიდნენ, ისიც ჩემი მეზობელია

22 მარტი, 2019 • 1297
გახარია: TV პირველზე ზეწოლა რომ სდომოდათ, “წერილს” ვ.წ-ს გაუგზავნიდნენ, ისიც ჩემი მეზობელია

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ამ გზით ვიღაც შეიძლება ტელეკომპანიაზე ზემოქმედებდეს, რადგან თიბისის საქმეში TV “პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გვარიც ფიგურირებს, განაცხადა, რომ მაშინ ამ “წერილს” ვახტანგ წერეთელს მისწერდნენ:

“რეალურად, მაშინ ამ წერილს მამუკა ხაზარაძეს კი არ გაუგზავნიდნენ, გაუგზავნიდნენ ვ.წ-ს, ისიც ჩემი მეზობელია. როგორც ჩანს, მომიწევს ამ კორპუსიდან გადასვლა”, – ამბობს გახარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია პირველის ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წერილი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრისგან მიიღო და მუქარის შემცევლ ტექსტს შეიცავდა, მას არ დაუწერია.

ვრცლად ამ თემაზე:

 

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი