ახალი ამბები

TV პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიებაზე დაიწყო

6 იანვარი, 2024 • 1818
TV პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიებაზე დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ჟურნალისტ საბა სიჭინავასა და მის ოპერატორის, რომლებსაც მუშაობის საშუალება არ მისცა და ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დაზიანება სცადა ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანამშრომელმა.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

TV პირველის სიუჟეტი იმ 18-მეტრიან ავტობუსებს ეხება, რომლებმაც თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში იანვრის ბოლოდან უნდა იმოძრაონ. როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, ავტობუსები ახლა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ კერძო ავტოსადგომზეა გაჩერებულ. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელი აგრესიულად შეხვდა და ტექნიკის დაზიანება სცადა. კერძო ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტმა, როგორც თავად ამბობს, ავტობუსების გარე პერიმეტრიდან გადაღება დაიწყო. ამის შემდეგ ავტოსადგომის თანამშრომელმა მათ კამერის გათიშვისკენ აგრესიულად მოუწოდა, ტექნიკის წართმევა სცადა და მისი დაზიანებით დაემუქრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი