ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატს გარდატეხა ვერ შემოაქვს

14 მარტი, 2019 • 1561
ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატს გარდატეხა ვერ შემოაქვს

სომხეთისა და საქართველოს კონფლიქტებზე საუბრის დროს ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შედეგისთვის არასაკმარისი უწოდა იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომლებიც კონფლიქტების გადასაჭრელად სომხეთსა და საქართველოს დღეს გააჩნია.

“ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.

მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან. მსგავსი ფორმატი, რომელიც მინსკის ჯგუფის სახელითაა ცნობილი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი