ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, წითელას ვაქცინას თურქეთიდან შემოიტანენ

13 თებერვალი, 2019 • 848
სერგეენკოს თქმით, წითელას ვაქცინას თურქეთიდან შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, წითელას ვაქცინას თურქეთიდან შემოიტანენ. მისივე თქმით, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“თურქეთთან შეთანხმება უკვე მოხდა და ვაქცინები გზაშია. ეპიდემიის აფეთქებისთვის ჩვენ გვქონდა 150 ათასი დოზა, დღეის მდგომარეობით, 65 ათასი მოქალაქე აიცრა. რადგან აცრებზე მომართვიანობა მაღალია, ამიტომ გადავწყვიტეთ თავი დაგვეზღვია და შემდეგი შესყიდული ვაქცინის ჩამოსვლამდე, რომელიც მარტში იქნება, 100 ათასი ვაქცინა ჩამოგვაქვს თურქეთიდან. ამასთან, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა შემთხვევების ზრდის სიჩქარე შენელებულია. ეს მიღწეულ იქნა იმიტომ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო. 65 ათასი ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ  20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 ათასი ადამიანი აიცრას”, – აცხადებს სერგეენკო.

სერგეენკო განმარტავს, რომ თურქეთიდან ვაქცინის შეძენა არ მომხდარა, ეს იყო თხოვება და საქართველო მას მოგვიანებით დაუბრუნებს. ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ ვაქცინა დიდ ბრიტანეთშია წარმოებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი