გრიპზე უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა.
ვაქცინაცია თავდაპირველად 7 ნოემბერს გამოცხადდა 15 ნოემბრამდე, თუმცა მას შემდეგ ვადა უკვე ორჯერ გახანგრძლივდა.
უწყების თანახმად, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში.