ახალი ამბები

15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

7 ნოემბერი, 2022 • 937
15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის უფასო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 400-მდე სამედიცინო დაწესებულება და პრეპარატის გაკეთება 6 თვის ასაკიდანაა დაშვებული.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.

პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ, იხილეთ ბმულზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი