მექსიკელი ნარკობარონი “ელ ჩაპო” ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს – BBC

დღეს, 12 თებერვალს, ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, იგივე “ელ ჩაპო”, ათივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესი 11 კვირა გრძელდებოდა.

BBC-ის ცნობით, სასამართლოს დღეს არ გამოუტანია განაჩენი, თუ რამდენი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება 61 წლის გუზმანს. ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ სავარაუდო ვერდიქტი სამუდამო პატიმრობა იქნება.

მექსიკელს ბრალი დასდეს ყველაზე ძლიერ სინალოას ნარკოკარტელის მართვაში, რომელიც, პროკურორების თქმით, ამერიკაში ნარკოტიკების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

გრუზმანი 2016 წლის იანვარში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ხუთი თვით ადრე მექსიკის ციხიდან გვირაბით გაიქცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.