ახალი ამბები

პრეზიდეტი ავღანეთში ქართველ სამხედროებს ეწვია

8 თებერვალი, 2019 • 1360
პრეზიდეტი ავღანეთში ქართველ სამხედროებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 თებერვალს ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა. ავღანეთში ის თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

“ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში, რთაც გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს. როგორც მთავარსარდალსა და რიგით ქართველს, მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი თავის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში გახსნილი ორი სააჩევნო უბნიდან ორივე წააგო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი